მთავარი » 2015 » სექტემბერი » 16 » აბო თბილელის წამება მიმოხილვა
8:21 PM
აბო თბილელის წამება მიმოხილვა

თუ გსურთ იხილოთ თითოეული ტავის გაშინაარსება დააჭირეთ http://inormal.ucoz.com/news/el_ts%27ignebi/1-0-24

 

აბო თბილელი (დ. დაახლ. 757 - გ. 6 იანვარი786) — ქრისტიანობისათვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 იანვარი, ახალი სტილით -21 იანვარი.

წმინდანი ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო.

აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს დარჩენილიყო აფხაზეთში:

ვიკიციტატა „-„მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაჲ შენი წარწყმიდო”, - უთხრა მან აბოს.
-„განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაჲ ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ”. – უპასუხა ნეტარმა.“

სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაათავისუფლეს. სულ მალე თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მან კი გახარებულმა ასე უპასუხა:

ვიკიციტატა „„მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა.”“

ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. არაბებმა მოსთხოვეს მაჰმადიანობას დაჰბრუნებოდა. აბომ უარი განაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. აბო დაწვეს, ხოლო ძვლები, რომელთა დაწვაც ვერ შეძლეს, ცხვრის ტყავში გამოკერეს და მტკვარში ჩააგდეს.

ქართულმა ეკლესიამ აბო წმინდანად შერაცხა. მიჩნეული იყო ქ. თბილისის მფარველად. აბო თბილელის მოწამეობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანის ძემ.

 

 

თუ გსურთ იხილოთ თითოეული ტავის გაშინაარსება დააჭირეთ http://inormal.ucoz.com/news/el_ts%27ignebi/1-0-24

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: აბო თბილელი | ნანახია: 3880 | დაამატა: maklikli | ტეგები: წამება, abo, აბო, wameba, თბილელი, თბილელის, tbilelis, tbileli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 xatia  
0
es tema dzalian damexmaraa :))))))))))

1 xatia  
0
(Y)(Y)(Y)(Y)(Y)

სახელი *:
Email *:
კოდი *: