მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » შუშანიკის წამება - XVII თავი
7:33 PM
შუშანიკის წამება - XVII თავი

 მერმე შომდგომად ჯოჯიკისა, მოიწია თავი იგი ეპისკოპოსთაჲ დამოველ და იოანე ეპისკოპოსი, მისივე მოყუასი, რომელ0იგი იყვნეს განმამტკიცებელ და დიდად დამაშურალ, სახლეულითურთ თანაყოფით იყვნეს, მონა და მონაწილე იყვნეს და თანაზიარ შრომათა მისთა, მადლობით წარჰგზავნიდეს ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისტესისა. მსგავსად მისვე სახისა აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი მოვიდეს ეგრეთვე, რომელნი-იგი გულსმოდგინებით მონაწილე ყოფილ იყვნეს შრომათა მათ მისთა, სანატრელობით, ვითარცა ახოვანსა მჴნესა, მიჰვედრიდეს ქრისტესა.

და თხოვასა ერთსა ითხოვდეს მისგან ყოველნი იგი ეპისკოპოსნი და აზნაურნი ერთბამად, რაჲთა ბორკილი იგი ფერჴთაჲ ბრძანოს საცოდ და ნაკურთხევად ყოველითათჳს, რომლისათჳსცა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ, ვითარმედ: „მე რაჲ ვარ, არაღირსი ესე? ხოლო ღმრთისმოყუარებისა თქუენისათჳს ხუცესმან აღავსენ წადილი თქუენი მაგის სახისათჳს. ხოლო მე რაჲმე-რაჲ შემძლებელ ვარ? არამედ ყოვლად სავსემან ქრისტემან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა კეთილითა, რომელნი-ესე ჩემთჳს მოშუერით და ეზიარენით ვნებათა ამათ ჩემთა და ჭირთა და ტანჯვათა. ხოლო მე, საყუარელნო, აჰა, ესერა, წინაგანმზადებულსა მას ჩემსა გზასა წარვალ საუკუნესა. ჭირისა ამის წილ ჩემისა ქრისტემან მომმადლოს მე სიხარული, სატანჯველთა ამათ წილ - განსუენებაჲ; გუემათა ამათ ჩემთა და თრევათა და შეურაცხებათა - მივემთხჳო მე დიდებასა და პატივსა ცათა შინა დაუსრულებელსა“. და იგინი, ჯნმულნი, ცრემლითა სავსენი, ძლევისა მისთჳს დიდებასა ღმრთისა მიმართ შესწირვიდეს. და გამოვიდეს ციხით და წარვიდეს.

 

http://inormal.ucoz.com/news/shushanikis_tsameba_mtliani_shinaarsi/2015-04-24-96

მთლიანი შინაარსი იხილეთ ლინკზე:

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: "შუშანიკის წამება" | ნანახია: 1157 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: