მთავარი » 2015 » სექტემბერი » 23 » გრიგოლ ხანძთელი მე-12 თავი შინაარსი
8:17 PM
გრიგოლ ხანძთელი მე-12 თავი შინაარსი

XII.

 

როცა ნეტარმა გრიგოლმა გაიგო თეოდორეს და ქრისტეფორეს ამბავი, ძალიან შეწუხდა, თან წაიყვანა ოთხი ბერი და წავიდა მათ საძებნელად, როგორც კრავთა საძებნელად მწყემსი კეთილი.

 

როცა მივიდა ქართლში, იქ იპოვა ყრმა ეფრემი, ის გრიგოლმა დაიმოწაფა და დაუბარა, როცა აფხაზეთიდან დავბრუნდები, ხანძთაში წაგიყვანო.

 

როცა აფხაზეთში ჩავიდა და ხელმწიფის წინაშე წარსდგა, ხელმწიფე შეეგება და თავმდაბლად მოიკითხა. გრიგოლმა დალოცა და მრავალი კურთხევით შეამკო.

 

ამის შემდეგ გრიგოლმა თქვა

 

- მოსული არიან ჩემი ძმები და მათ სანახავად მოვედი. ბრძანეთ რომ აქ მოვიდნენ.

 

მეფეს არ უნდოდა მათი გამოჩენა, ამიტომ თქვა

 

- არ მოსულან ასეთი მონაზვნები (ბერები), რასაც თქვენი სიწმინდე ბრძანებს.

 

ნეტარი გრიგოლი ამ სიტყვებმა განარისხა.

 

- მეფეო, ზედმეტად ნუ დამტვირთავ. მომეცი ჩემი ბერები.

 

მეფემ ვეღარ შეძლო გრიგოლის მამხილებელ სიტყვას წინ აღდგომოდა, გასცა ბრძანება, რომ ბერები მოეყვანათ.

 

როცა ბერებმა წმინდა გრიგოლი დაინახეს, აცრემლებულები დაემხნენ მის ფეხებთან. წმინდანმა ისინი წამოაყენა და სიყვარულით ჩაიხუტა. თან ღმერთს მადლობას სწირავდა მათი პოვნისთვის.

 

მეფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს:

 

- აღსრულდა შენი სურვილი. ახლა უფალმა ჩემი ნებაც შეასრულოს. მე მსურს მონასტრის აშენება. ბრძანე და მოვნახოთ ადგილი, სადაც მონასტრის აშენებას ინებებთ.

 

გრიგოლს არ მოეწონა არცერთი ადგილი სამონასტროდ. მეფე ძალიან შეაწუხა ამ ამბავმა. მაშინ გრიგოლმა ამოარჩია ადგილი, ააშენა მონასტერი და უწოდა "უბე". ილარიონი, იერუსალიმიდან ჩამოსული სანდო, ღირსეული მოხუცი, დაადგინა მამასახლისად. ილარიონი ხანძთიდან თეოდორეს და ქრისტეფორეს იყო წამოყოლილი. მათ თან ქონდათ წიგნები. მამა გრიგოლმა თავისი წიგნებიც დაუტოვა მონასტერს. ხელმწიფე სიხარულით აივსო მონასტრის შენების გამო და უხვი შესაწირი გაიღო.

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: გრიგოლ ხანძთელი | ნანახია: 2292 | დაამატა: maklikli | ტეგები: shinaarsi, შინაარსი, მე-19, გრიგოლ, grigol, xandzteli, თავი, ხანძთელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 nunuka  
0
cqiris istoria

1 nunuka  
0
cqiris istoria

სახელი *:
Email *:
კოდი *: