მთავარი » 2015 » სექტემბერი » 23 » გრიგოლ ხანძთელი მე-13 თავი შინაარსი
8:17 PM
გრიგოლ ხანძთელი მე-13 თავი შინაარსი

XIII.

 

წამოსვლისას მეფე დემეტრემ გრიგოლს გამოკითხა კლარჯეთის უდაბნოზე.

 

გრიგოლმა უთხრა:

 

- ღვთისმსახურო მეფეო, მე მხოლოდ მცირედს გეტყვი. ბუნებით ერთგვარია, კარგად არის შეზავებული მზით და ჰაერით. არც სიცხე შეგაწუხებთ იქ და არც ძლიერი სიცივე. ზომიერად მშრალი, ცხელი ქარებისგან დაცული, უმტვერო, მზიანი... წყალი სუფთაა, შეშაც ბევრი გვაქვს, ურიცხვი მაღნარი და საამო წყალი. ამ ადგილს სიხარული და შვება ღვთისგან აქვს მიმადლებული. მაგრამ ის სრულიად მიუვალია საერო პირთათვის. მონასტერთან არ არის სახნავ-სათესი ადგილები. დიდი გაჭირვებით მოაქვთ საკვები ვირით. დიდი ძალისხმევის შედეგად დავნერგეთ ვენახი და ბაღჩები. მაგრამ ამ ადგილას არავის ეშინია ურწმუნოთაგან გულების შერყევის. ასე მყუდროდ ცხოვრობენ ყოველდღე და ქრისტეს ადიდებენ.

 

ღმერთმა მისცა საშუალება მორწმუნე მეფეებს აეშენებინათ საყდრები, ქალაქები და ერის მსაჯულები გახადა. ხოლო მონაზონნი არავის ხელმწიფობის ქვეშ არ არიან, რადგან მათ თავისი ნებით დატოვეს ამქვეყნიური სიამე და გლოვის ადგილას ცხოვრება არჩიეს.

 

ბერებმა მშვიდობით დატოვეს აფხაზეთი და ჩამოვიდნენ ხანძთაში.

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: გრიგოლ ხანძთელი | ნანახია: 1918 | დაამატა: maklikli | ტეგები: shinaarsi, შინაარსი, მე-19, გრიგოლ, grigol, xandzteli, თავი, ხანძთელი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: