მთავარი » 2015 » სექტემბერი » 23 » გრიგოლ ხანძთელი მე-16 თავი შინაარსი
8:15 PM
გრიგოლ ხანძთელი მე-16 თავი შინაარსი

XVI.

 

ამ დროს თეოდორე და ქრისტეფორე ღამით, ფარულად წავიდნენ ხანძთიდან ქართლში და თან სხვა ძმებიც წაიყვანეს. მამა გრიგოლმა მაინც მოძებნა ისინი. ბერები ისევ მუხლებში ჩაუვარდნენ და შენდობა სთხოვეს. გრიგოლმა უთხრა:

 

- კეთილი არის თქვენი განზრახვა და თქვენს გვერდით მიგულეთ.

 

და წავიდნენ სამცხის და ქართლის მიწებზე მონასტრების ასაშენებლად. იპოვეს ორი ადგილი და ორივეგან ააშენეს სენაკები და მონასტრები.

 

ერთს, თეოდორესას უწოდეს განძა, ნეძშვი.ქრისტეფორემ კვირიკე. ორივე თავის აშენებულ მონასტერში დარჩა.

 

მამა გრიგოლი თავის აშენებულ მონასტერში ხან ერთში იყო და ხან მეორეში (შატბერდი და ხანძთა).

 

მისი მოძღვრება მოწაფეთა გულს აღავსებდა. გრიგოლი წარმართავდა ყველა დღესასწაულს. რადგან რასაც ერთხელ სწავლობდა, არ ავიწყდებოდა. გრიგოლს ქონდა სასიამოვნო, ტკბილი ხმა და გასაკვირველი მეხსიერება.

 

ხანძთაში არის მისი ხელით დაწერილი საწელიწადო იადგარი (წირვა-ლოცვის დროს გამოსაყენებელი კრებული), რომელშიც თავმოყრილია ყველა დღესასწაულის საგალობლები და აგრეთვე წმინდანთა ხსენების დღეს შესასრულებელი გალობები. მან ახალი სჯულის წიგნები ზეპირად იცოდა. ასევე როგორც მრავალნი წიგნი ძველი სჯულისა, წმინდა მოძღვართა გამონათქვამებიც უამრავი იცოდა ზეპირად.

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: გრიგოლ ხანძთელი | ნანახია: 3324 | დაამატა: maklikli | ტეგები: shinaarsi, შინაარსი, მე-19, გრიგოლ, grigol, xandzteli, თავი, ხანძთელი | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: