მთავარი » 2015 » სექტემბერი » 23 » გრიგოლ ხანძთელი მე-7 თავი შინაარსი
8:19 PM
გრიგოლ ხანძთელი მე-7 თავი შინაარსი

VII.

ამის მერე ღვთისმოსავ მეფეს, აშოტ კურაპალატს, გაბრიელ დაფანჩულმა შეატყობინა მამა გრიგოლის შესახებ. უთხრა მისი განდეგილობის და უდაბნოში მონასტრის შენების ამბავი და მოწაფეთაგან გაგონილი გრიგოლის მშობლების დიდგვაროვნება. როგორც კი კურაპალატმა ეს შეიტყო, თავისი ხელით დაწერა წერილი და თავისი კარისკაცის და გაბრიელის მსახურის სახელით მამა გრიგოლს გაუგზავნა. მამა გრიგოლმა წაიკითხა მიპატიჟების წერილი და მსახურისგან და კარისკაცისგანაც შეიტყო ყველაფერი. ის მაშინვე წავიდა ხელმწიფის სასახლში, იქ გრიგოლს კურაპალატის შვილები შეეგებნენ და აშოტის დარბაზამდე მიაცილეს.

კურაპალატი ფეხზე წამოდგა და მამა გრიგოლს შეეგება. დიდი პატივით მოიკითხეს ერთმანეთი და დასხდნენ.

კურაპალატმა უთხრა

- დაგვლოცე წმინდაო.

გრიგოლმა თქვა

- გაკურთხოთ ქრისტემ და ყველა წმინდანმა, რადგან ჭეშმარიტებაა ”ხელისუფალი ღვთით არის მოვლენილი.”

დავით წინასწარმეტყველისა და უფლის მიერ ცხებულის შვილად წოდებულო ხელმწიფევ, დავითის მეფობა და დღეგრძელობა მოგცეს ღმერთმა.

არ მოაკლდეს მეფობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა. იყვნენ ისინი კლდეზე მტკიცე და დიდებულნი უკუნისამდე.

შემდეგ გრიგოლმა შეაქო ხანძთის ბუნება და თქვა, რომ იქ არის მშრალი ჰაერი, მრავალი წყარო, ტყეები და ყველაფერი რაც უდაბნოში მოიპოვება. მაგრამ არ არის საყანე და სათიბი ადგილები და არც იქნებაო, რადგან მიწა არის ოღროჩოღრო, მიუვალი და ქვა-ღორღიანი.

ეს რომ გაიგო კურაპალატმა, შესწირა მონასტერს სახნავ-სათესად კარგი ადგილები, მათ შორის შატბერდი.

და კურაპალატის შვილებმა, ადარნერსემ, ბაგრატმა და გუარამმა, თითოეულმა გაიღეს მონასტრისთვის საჭირო ნივთები.

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: გრიგოლ ხანძთელი | ნანახია: 3042 | დაამატა: maklikli | ტეგები: shinaarsi, შინაარსი, მე-19, გრიგოლ, grigol, xandzteli, თავი, ხანძთელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: