მთავარი » 2015 » სექტემბერი » 23 » გრიგოლ ხანძთელი მე-9 თავი შინაარსი
8:18 PM
გრიგოლ ხანძთელი მე-9 თავი შინაარსი

IX.

 

მამა გრიგოლი ფიქრობდა, რომ მის მონასტერში უნდა დაწესებულიყო ისეთი სამონასტრო წესი, რომ თვით ნერძნებსაც ვერ დაეწუნათ. ამიტომ, განიზრახა კონსტანტინოპოლში-მეორე იერუსალიმში წასვლა.იქ წმინდა ადგილები მოელოცა და ქრისტეს საგანძური ენახა.

 

ამ დროს გრიგოლმა აღმოაჩინა, რომ ერთი მისი მეგობარი მიდიოდა იერუსალიმში. მას დაავალა საბაწმიდის მონასტრის წესის გადაწერა და ჩამოტანა.

 

საძმოს მზრუნველები მიუჩინა და მალე დაბრუნება აღუთქვა.

 

გრიგოლმა თან თავისი დედის დისწული-საბა და კიდევ ერთი მოწაფე წაიყვანა საბერძნეთში. კონსტანტინოპოლში თაყვანი სცეს ცხოვრების ძელს (ჯვარს) და წმინდანთა ნაწილებს.სიხარულით მოიარეს წმინდა ადგილები, რადგან გრიგოლმა ბევრი ენა იცოდა.

 

ნეტარის გული გაივსო სიმდიდრით და მადლით.ასე აღვსილები დაბრუნდნენ უკან.

 

როცა ტაოში დაბრუნდნენ, იქ მყოფებმა ამცნეს რომ აშოტ კურაპალატი შინაგამცემლებს მოეკლათ და მის ნაცვლად მისი შვილები მეფობდნენ. მაშინ ცრემლებით აივსო გრიგოლი და გლოვით თქვა:

 

- ჰოი, ჩემო მეფეო, ძლიერო და დიდებულო, ეკლესიათა სიმტკიცეო და ქრისტიენების სიმაგრეო. სადღა ვიპოვო შენნაირი ადამიანი? აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში, სამხრეთსა თუ დასავლეთში? შენ მთელი ხალხის მფლობელი იყავი. შენ ხელმწიფეებს იმორჩილებდი ბრძოლით.საკვირველი ხელმწიფე იყავი.

 

როცა იშხანს მიუახლოვდნენ, გრიგოლს და საბას ხილვა ქონდათ, რომელშიც მათ ღმერთმა აუწყა, რომ იშხანი საბას უნდა განეახლებინა და მისთვის ადრინდელი სახე დაებრუნებინა. იმ დროს ის ადგილი მიუვალი იყო და ღმერთმა მათ გზაც აჩვენა ტაძრისაკენ.

 

იშხანში რომ მივიდნენ, საბას ძალიან გაუხარდა ხილვა, რომ იქ იყო სულიერი და ხორციელი საზრდოც. საბას მაშინვე მოუნდა იქ დარჩენა. გრიგოლმა უთხრა:

 

- ძმაო, მოდი ჯერ ხანძთაში ჩავიდეთ ჩვენს ძმებთან და შემდეგ, ღვთის ნებით და მათი დალოცვით კვლავ მოდი ამ წმინდა ადგილას.

 

დაბრუნებისას მათთან კურაპალატის ვაჟები მივიდნენ. გრიგოლმა და საბამ ლოცვით მიუსამძიმრეს მამის სიკვდილი.

 

მონასტერში დაბრუნებიდან რამოდენიმე დღის შმდეგ გრიგოლმა საბა იშხანში გაუშვა და ორი მოწაფეც გააყოლა.

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: გრიგოლ ხანძთელი | ნანახია: 2180 | დაამატა: maklikli | ტეგები: shinaarsi, შინაარსი, მე-19, გრიგოლ, grigol, xandzteli, თავი, ხანძთელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: