მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » შუშანიკის წამება - III თავი
8:23 PM
შუშანიკის წამება - III თავი

პიტიახშის ეპისკოპოსი, რომელსაც აფოც ერქვა, ერთი წმინდანის სამყოფელში იყო მისული, რაღაცის საკითხავად. შუშანიკის ხუცესიც თან ჰყავდა. სწრაფად მივიდა დიკვანი მათთან და პიტიახშისა და დედოფლის ამბავი მოახსენა. ისინი მწუხარებით აღივსნენ და ტიროდნენ, თავისი ცოდვების გამოჩინებისათვის.

ხუცესი ადგა და შუშანიკს მიაკითხა. როცა იგი გამწარებული იხილა, ისიც ატირდა და ნუგეშის ცემა დაუწყო. შუშანიკი მედგრად იდგა და ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფას არ აპირებდა. მაგრამ ისიც თქვა, რომ გასაჭირში მარტოდ-მარტო იყო. ხუცესმა ანუგეშა და უთხრა, რომ შუშანიკის ჭირი და სიხარული, მათი ჭირი და სიხარული იყო. შუშანიკმა თქვა, რომ ერჩივნა ვარქსენის ხელით მომკვდარიყო, ვიდრე მის საქმეებს ზიარებოდა. ამ ლაპარაკში იყვნენ, როდესაც მათთან ვარქსენის გამოგზავნილი სპარსი კაცი ეახლათ. მას შუშანიკის გადმობირება სურდა, მაგრამ მზაკვრობას მიუხვდნენ.

 

 

 

 

 ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისა მის პიტიახშისაჲ, რომელსა სახელი ერქუა აფოც, არა მუნ იყო, არამედ კაცისა ვისამე წმიდისა ვანად მისრულ იყო კითხვად რაჲსამე სიტყჳსა. და მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი, თანავჰყვანდი ეპისკოპოსსა მას. და მყის მოიწია ჩუენდა დიაკონი შინაჲთ და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი - მოსლვაჲ პიტიახშისაჲ და საქმენი დედოფლისანი. ხოლო ჩუენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითაი ტირილითა ვტიროდეთ განმწარებულნი ცოდვათ ჩუენთა წარმოჩინებისათჳს.

ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მივიწიე დაბასა მას, რომელსაცა იყო ნეტარი შუშანიკ. და ვითარცა ვიხილე იგი განმწარებული, მეცა ვტიროდე მის თანავე. და ვარქვი ნეტარსა შუშანიკს: „ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო! ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტესსა, ნუ-უკუე მტერმან, ვითარცა სრსჳლმან, საძოვარი პოოს შენ თანა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ“. და მე ვარქუ მას: „ეგრჱთ არს. მჴნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ“. ხოლო მან მრქუა მე: „ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე!“

ხოლო მე ვარქუ მას: „ჭირნი შენნი ჭირნი ჩუენნი არიან და სიხარული შენი სიხარული ჩუენი არს. ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ, ყოველთა, ვითარცა შვილთა, გუხედევდ“.

და ვარქუ მე სანატრელსა მას: „ხუაშიადადრე, ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი“. ხოლო მან მრქუა მე: „რასა მკითხავ ამას?“ დ მე მიუგე და ვარქუ მას: „მტკიცედ სდგაა?“ და მან მრქუა მე: „ ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისათა!“ მე მიუგე და ვარქუ მას: „მწარე გონება აქუს მას, გუემასა და ტანჯუასა დიდსა შეგაგდოს შენ“. ხოლო მან მრქუა მე: „უმჯობეს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱს მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ“. და მე ვთქუ: „ეგრეთ არს“.

 

http://inormal.ucoz.com/news/shushanikis_tsameba_mtliani_shinaarsi/2015-04-24-96

მთლიანი შინაარსი იხილეთ ლინკზე:

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: "შუშანიკის წამება" | ნანახია: 2100 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: