მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » შუშანიკის წამება - IV თავი
8:23 PM
შუშანიკის წამება - IV თავი

სამი დღის შემდეგ, ვარქსენ პიტიახში დაბრუნდა და სპარსმა კაცმა ფარულად უთხრა:
– შენი ცოლი განგიდგა, მაგრამ ცუდს ნურაფერს ეტყვი, რადგან ქალთა ბუნება სათუთია.

მეორე დღეს პიტიახშმა ხუცესები თავისთან დაიბარა, სიხარულით შეეგება და უთხრა:
– ნუ მერიდებით.
ხოლო ხუცესებმა მიუგეს:
– წარწყმიდე შენი თავი და ჩვენც წარგვწყმიდე.
მაშინ პიტიახშმა უპასუხა:
– რა უფლება ჰქონდა ჩემს ცოლს, ასე რომ მომექცა? წადით და გადაეცით : შენ ჩემი ოჯახი დაამხე, სარეცელს ნაცარი დააყარე, შენი ადგილი დატოვე და სასახლიდან გაქცეულხარ.

როდესაც შუშანიკს ვარქსენის ნათქვამი გადასცემს, ამაზე წმინდა შუშანიკმა თქვა:
– მამაშენმა სამლოცველოები ააშენაა და ანგელოზები შემოიკრიბა, შენ კი ჭეშმარიტი სარწმუნოება უარყავი და ეშმაკები შემოიკრიბე. როგორც შენ შემოქმედი უარყვე, ისე მე შენ შეურაცხმყვე. როგორც არ უნდა მომექცე, შენ საქმეებს არ ვეზიარები.

როდესაც შუშანიკის სიტყვები გადასცეს პიტიახშს, იგი გაჯავრდა და ბრაზობდა მასზე.

 

 

 

 

და ვიდრე ჩუენ ამას სიტყუასა შინა ვიყვენით, კაცი ერთი სპარსი მოვიდა და შევიდა იგი წინაშე ნეტარისა შუშანიკისა, და ტირილით იტყოდა: „ესევითარი სახლი მშჳდობისაჲ ვითარ საწყალობელ იქმნა და სიხარული მწუხარებად გარდაიქცა“. ხოლო ზრახვითა იყო იგი ვარსქენისითა და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაჲ ნეტარისა მის. ხოლო წმიდამან მან ცნა ზაკუვითი იგი ზრახვაჲ მისი და მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ.

და შემდგომად სამისა დღისა მოვიდა ვარსქენ პიტიახში. და უთხრა სპარსმან მან ფარულად და ჰრქუა: „მე ვითარ მიცნობიეს, ცოლი შენი განდგომილ არს შენგან. და მე გეტყჳ შენ: ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყჳ მას, რამეთუ დედათა ბუნებაჲ იწრო არს“.

და ხვალისა დღე, ვითარ აღდგა პიტიახში, გჳწოდა ჩუენ, ხუცესთა, და მივედით. და სიხარულით შეგჳმთხჳნა და გვრქუა ჩუენ: „აწ ნუ რას მერიდებით მე ნუცა ღა გძაგ“. და ჩუენ მიუგეთ და ვარქუთ: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. მაშინღა იწყო სიტყუად და თქუა: „რაჲსა ჴელ-იწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ვითარმედ შენ ჩემი ხატი დაამჴუ. და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ. და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წარსრულ ხარ“. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: „არა თუ მე აღმემართა ხატი იგი? და მემცა დავამჴუ! ხოლო მამამან შენმან აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა, და შენ მამისა შენისა საქმენი განრჰყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი. მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახიდ თჳსა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ, მან ღმერთი ცათაჲ და ქუეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის-ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ. და, თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა!“

ხოლო ჩუენ ესე ყოველი მიუთხართ პიტიახშსა. ხოლო მან განიწყო გული და იბრდღუენდა მისთჳს.

 

http://inormal.ucoz.com/news/shushanikis_tsameba_mtliani_shinaarsi/2015-04-24-96

მთლიანი შინაარსი იხილეთ ლინკზე:

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: "შუშანიკის წამება" | ნანახია: 1866 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: