მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » შუშანიკის წამება - VIII თავი
7:42 PM
შუშანიკის წამება - VIII თავი

დიდი მარხვა რომ დადგა, ნეტარი შუშანიკი ეკლესიის ერთ სენაკში დაეყუდა. სენაკს ერთი პატარა სარკმელი ჰქონდა მოლოდ და შუშანიკი სიბნელეში, ლოცვასა და ტირილში ატარებდა დროს.

ერთმა ახლობელმა ვარსქნეს უთხრა:
-ამ წმინდა მარხვის დღეებში ნურას ეტყვი.

როცა აღდგომის მეორე დღემ მოიწია, პიტიახში ჰონებთან ბრძოლიდან დაბრუნდა, მას ეშმაკი გულს თხრიდა. ადგა, ეკლესიაში მივიდა და ეპისკოპოს აფოცს უთხრა:
-დამიბრუნე ჩემი ცოლი, რად განმაშორე მასთან?!
და დაიწყო გინება და ღმერთის სასტიკად გმობა. ერთმა ხუცესმა უთხრა:
-ბატონო, რატომ იქცევით ეგრე და რატომ აგინებთ ეპისკოპოსსა და წმინდა შუშანიკს?!
ვარსქენმა მას ზურგზე კვერთხი დაარტყა და ხუცესმა ვერაფრის თქმა ვეღარ გაუბედა. პიტიახშმა შუშანიკი თრევით გამოიყვანა ეკლესიიდან და სასახლემდე ეკლებზე ატარა.

როცა სასახლეში მიიყვანა, მისი შეკვრა და ცემა ბრძანა. ვარსქენი ბობოქრობდა და ამბობდა:
-აჰა, არ გამოგადგა არც ეკლესია და არც ქრისტიანი ხალხი, რომლებიც ზურგს გიმაგრებდნენ.

შუშანიკს კვერთხი სამასჯერ დაარტყეს, მაგრამ არც კვნესა და არც ვაება მას პირიდან არ ამოხდენია. მაშინღა უთხრა შუშანიკმა ურჯულო ვარსქენს:
-უბადრუკო, შენ შენი თავი არ შეიწყალე და ჭეშმარიტი ღმერთისგან განდექი, მე როგორღა შემიწყალებ.

მაშინ როცა იხილა პიტიახშმა დიდძალი სისხლი, რომელიც შუშანიკს ჩამოსდიოდა, ბრძანა რომ მისთვის ბორკილები დაედოთ, რათა ბნელ საპყრობილეში წაეყვანათ. როდესაც შუშანიკი სასახლიდან გამოყავდათ, მის გვერდით დიაკონი იდგა, უნდოდა ნუგეში ეცა მისთვის, მაგრამ როდესაც პიტიახშს მოკრა თვალი, ვერაფრის თქმა ვეღარ გაბედა.

წმინდა შუშანიკი მიჰყავდათ ფეხშიშცელი, თმაგაწეწილი, როგორც ერთი ვინმე შეურაცხადი. ვერავინ იკადრა მისთვის თავსაბური დაეხურებინა, რამეთუ მას უკან პიტიახში მოყვებოდა. მათ ურიცხვი ხალხი მიყვებოდა. დედები და მამები ტიროდნენ და სახეს იხოკავდნენ ნეტარი შუშანიკისთვის.

იგი ხალხს მიუბრუნდა და მიმართა:
-ნუ ტირიხართ ჩემო დანო და ძმანო, არამედ ლოცვაში მომიხსენიეთ. ამიერიდან მე თქვენ გშორდებით და ციხიდან ცოცხალს გამოსულს ვეღარ მიხილავთ.

როცა პიტიახშმა იხილა ხალხის გლოვა, ცხენდაცხენ დაედევნა და გაფანტა. ციხის ხიდს რომ მიუახლოვდნენ, ვარსქენმა შუშანიკს უთხრა:
-შენ ეგღა დაგრჩა ფეხით სავალი, რამეთუ ცოცხალი ვეღარ გამოხვალ, ოთხით გამოგიღებენ.

 

 

 

 

და ვითარცა მოიწინეს დიდნი იგი მარხვანი, მივიდა ნეტარი იგი შუშანიკ მახლობელად წმიდასა ეკლესიასა და იძია მცირჱ სენაკი და მუნ დაეყუდა. და იყო სენაკსა მას მცირჱ სარკუმელი და დაყო იგი. და იყო ბნელსა მას შინა მარხვით და ლოცვით და ტირილით. და ჰრქუა ვინმე პიტიახშსა საკუთარმან მისმან, ვითარმედ: „ამათ წმიდათა მარხვათა ნუ რას ერტყჳ მას“.

და ვითარ მოიწია აღვსებისა ორშაბათი და მოვიდა პიტიახში ბრძოლისა მისგან ჰონთაჲსა, ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა. და აღდგა და მივიდა ეკლესიად და ეტყოდა ეპისკოპოსსა მას აფოცს: „გამომეც ცოლი ჩემი, რად განმაშორებ ჩემგან?“ და იწყო გინებად და გმობად ღმრთისა სასტიკად. ხოლო ხუცესმან ერთმან ჰრქუა მას: „უფალო, რაჲსა ეგრე იქმ, და იტყჳ ეგრეთ ბოროტსა და აგინებ ეპისკოპოსსა, და წმიდასა შუშანიკს რისხვით ეტყჳ?“ ხოლო მან უხეთქნა კუერთხითა ხუცესსა მას ზურგსა. და მან ვერღარა იკადრა სიტყუად.

და ეგრეთ წმიდაჲ შუშანიკ თრევით მოითრია თიჴათა შიგან და ეკალთა ზედა ეკლესიით ვიდრე ტაძრადმდე, ვითარცა მკურადი, მიერთრია; და ადგილდ-ადგილდ ქუე ძეძჳ დაეფინა. და თჳთ ფერჴნი დაიდგნის ძეძუსა მას ზედა, და კუბასტნი შუშანიკისნი და ჴორცნი წულილ-წულილად დაებძარნეს ძეძუსა მას. და ეგრეთ მოიყვანეს იგი ტაძრად.

და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ცემაჲ. ბოროტებდა და იტყოდა: „აჰა, ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი, და უფალი იგი მათი!“

და ვითარცა სცეს კუერთხსა სამას ოდენ, არა რაჲ აღმოჴდა პირსა მისსა ვაებაჲ, არცა კუნესაჲ. მაშინღა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ ურჩულოსა ვარსქენს: „უბადოო, შენღა თავი თჳსი არა შეიწყალე და განსდეგ ღმრთისაგან, შენ მემცა შემიწყალეა?!“

და ვითარცა იხილა დიდძალი იგი სისხლი, რომელ დამოსდიოდა ჩჩჳლთა მათ ჴორცთა მისთა, მაშინ უბრძანა დადებაჲ ჯაჭჳ ქედსა მისსა. და უბრძანა სენეკაპანსა ერთსა, რაჲთა წარიყვანონ წმიდაჲ შუშანიკ ციხედ და საპყრობილესა ბნელსა შეაყენონ იგი, და მოკუდეს.

 

http://inormal.ucoz.com/news/shushanikis_tsameba_mtliani_shinaarsi/2015-04-24-96

მთლიანი შინაარსი იხილეთ ლინკზე:

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: "შუშანიკის წამება" | ნანახია: 1922 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: