მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » შუშანიკის წამება - XI თავი
7:40 PM
შუშანიკის წამება - XI თავი

და მიერითგან განითქუა ყოველსა ქართლსა საქმჱ მისი. და მოვიდოდეს მამანი და დედანი აღნათქუემთა შესაწირად და, რაჲ ვის უჴმდა, მიემადლებოდა წმიდითა ლოცვითა ნეტარისა შუშანიკისითა, რომელსა მისცემდა მას კაცთმოყუარე ღმერთი: უშვილოთა - შვილი, სნეულთა - კურნება, ბრმათა - თუალთა ახილვაჲ.

იყო ვინმე დედაკაცი ერთი სპარსი მოგჳ, რომელსა განბორებისა სალმობაჲ აქუდა. და მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა, ხოლო იგი ასწავებდა მას, რაჲთამცა დაუტევა მოგობაჲ იგი და იქმნა ქრისტიანე. ხოლო დედაკაცმან მან თავს-იდვა ადრე-ადრე. და იგი ასწავებდა დედაკაცსა მას და ეტყოდა, ვითარმედ: „მივედ იერუსალჱმდ და განსწმიდნე განბორებისა მისგან შენისა“. და მან გულსმოდგინედ შეიწყნარა და წარემართა გზასა მას სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. და განიკურნა იგი სალმობისა მისგან. და ვითარ გარემოიქცა იგი სიხარულითა დიდითა და მოიწია მუნვე, მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა მადლისა გარდაჴდად და წარვიდა სახიდ თჳსა სიხარულით განმრთელებული.

 

http://inormal.ucoz.com/news/shushanikis_tsameba_mtliani_shinaarsi/2015-04-24-96

მთლიანი შინაარსი იხილეთ ლინკზე:

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: "შუშანიკის წამება" | ნანახია: 2025 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: