მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » შუშანიკის წამება - XII თავი
7:40 PM
შუშანიკის წამება - XII თავი

 ხოლო წმიდამან შუშანიკ ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა დიდითა გულსმოდგინებითა ჴელთა აღიხუნა დავითნი და მცირედთა დღეთა შემდგომად ასერგასისნი იგი ფსალმუნნი დაისწავლნა, რომლითა-იგი დღჱ და ღამჱ ზესკნელითა მის მეუფისა მიმართ სათნოსა მას გალობასა შესწირვიდა ცრემლით.

და უთხრეს ნეტარსა შუშანიკს, ვითარმედ: „შვილნი იგი შენნი მოაქცინა მოგობასა“. მაშინ იწყო თაყუანის-ცემად ღმრთისა მიმართ ტირილითა დიდითა და თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა, სულთ-ითქუნა და თქუა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისათა“.

და მე მივედ და ვიხილე წმიდაჲ შუშანიკ დამშრშალი და დაბუშებული ტირილითა. და მოეძღუანა წმიდასა მას ეპისკოპოსსა საზრდელი, და ვითარ ფრიად ვაიძულე, მცირედ ოდენ გემო იხილა და ვჰმადლობდით ღმერთსა. და ვიდრე მუნ ჟამამდე მოვიდიან შვილნი იგი მისნი ხილვად დედისა თჳსისა, ხოლო რაჟამს მიექცნეს და უვარ-ყვესცა ღმერთი, ვერღარა იკადრეს ხილვად მისა, არამედ სახელიცა მისი სძაგდა სმენად.

 

http://inormal.ucoz.com/news/shushanikis_tsameba_mtliani_shinaarsi/2015-04-24-96

მთლიანი შინაარსი იხილეთ ლინკზე:

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: "შუშანიკის წამება" | ნანახია: 1571 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: