მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » შუშანიკის წამება - XIX თავი
7:30 PM
შუშანიკის წამება - XIX თავი

XIX. და მაშინღა ადრე-ადრე მოიღო სანატრელმან მან ეპისკოპოსმან იოვანე შესაგრაგნელად მჩუარი წმიდაჲ წმიდათა მათ და პატიოსანთა ნაწილთა მისთა. და ეგრეთ სხუათა მათ აღვიღეთ გუამი იგი ფრიად დამაშურალი და დაჭმული მატლთაგან, და განბანეთ იგი მატლისა მისგან მიწოვანისა და თხრამლისაგან, და შევჰმოსეთ მჩურითა მით.

და მაშინღა ეპისკოპოსთა მათ ორთავე, იოვაენ და აფოც, ვითარცა ჴართა მჴნეთა დაუღლვილითა სულიერითა და კეროვნითა აღნთებულითა საკუმეველითა სულნელითა აღვიხუენით პატიოსანნი ძუალნი და გამოვიხუენით წმიდასა მას ეკლესიასა. და დავჰკრძალენით წმიდანი იგი და დიდებულნი და პატივცემულნი ნაწილნი წმიდისა შუშანიკისნი განმზადებულსა მას ადგილსა. და მას ღამესა ანგელოზთა სახედ ღამე იგი გავათიეთ და დავითის ქნარითა მით ყოვლადძლიერსა ღმერთსა და ძესა მისსა, უფალსა ჩუენსა, იესუ ქრისტესა, ვადიდებდით, რომელი ყოვლითა ყოველთა მიმართ შემძლებელ არს და განაქველნის მამანიცა და დედანიცა, და თჳსთა მათ თჳსი იგი ძლიერებისა ძლევაჲ მიჰმადლის ყოველთა. რომელნი ეძიებენ მას ერთითა გულითა.

 

http://inormal.ucoz.com/news/shushanikis_tsameba_mtliani_shinaarsi/2015-04-24-96

მთლიანი შინაარსი იხილეთ ლინკზე:

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: "შუშანიკის წამება" | ნანახია: 1167 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: