8:18 PM გრიგოლ ხანძთელი მე-10 თავი შინაარსი | |
X.
მაშინ იერუსალიმიდან დაბრუნდა გრიგოლის მეგობარი და ჩამოიტანა საბაწმიდის მონასტრის წესდება (განჩინება), თავისი ხელით გადათარგმნილი.
და გრიგოლმა განაწესა წესი თავისი ეკლესია-მონასტრებისთვის. ბრძნულად შეადგინა და მეცნიერებით განასხივოსნა.
მამა გრიგოლის მოღვაწეობის დასაწყისში კანონი მოწაფეთათვის ასეთი იყო: თითო სენაკში თითო მცირე სარეცელი, ღარიბული ქვეშაგები და თითო ჭურჭელი წყლისთვის.
სხვა საზრდო ხორცისთვის არაფერი ქონდათ. ტრაპეზის დროს ერთად ჭამდნენ და ამით ცხოვრობდნენ. მრავალი მათგანი ღვინოს საერთოდ არ სვამდა. ვინც ღვინოს მოიხმარდა, მხოლოდ მცირედს იგემებდნენ.
სენაკებში არ ქონდათ საკვამური, რადგან ცეცხლს არ ანთებდნენ. ღამე არც სანთლებს ხმარობდნენ, რადგან ღამე იყო გალობა, დღისით კი წიგნების კითხვა და ლოცვა. loading...
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |