მთავარი » 2015 » სექტემბერი » 23 » გრიგოლ ხანძთელი მე-15 თავი შინაარსი
8:16 PM
გრიგოლ ხანძთელი მე-15 თავი შინაარსი

XV.

 

გრიგოლს გაახსენდა საბა იშხნელი და აუწყა კურაპალატს. მეფეს გაუხარდა, დაწერა წერილი და გაუგზავნა მას სანდო კაცის ხელით. წარგზავნილი დაბრუნდა და თქვა, რომ საბას არ უნდოდა მოსვლა.

 

მეფებ უთხრა გრიგოლს:

 

- დაუფიქრებლად მოვიქეცი შენ რომ არ მიგაწერინე წერილი. მეფემ დაწერა ახალი წერილი და მამა გრიგოლის წერილთან ერთად საბასთან გაატანა.

 

ნეტარი საბა დამორჩილდა კურაპალატის მეორედ ბრძანებას, უფრო კი მამა გრიგოლის წერილს.

 

ჩამოვიდა საბა, კურაპალატი მიეგება. მეფემ პატივით მოიკითხა, საბამ დალოცა.

 

როცა დასხდნენ, კურაპალატმა უთხრა:

 

- წესია ხელმწიფეთა მორჩილება. რატომ არ მოხვედი პირველივე მოთხოვნაზე წმინდა მამაო?

 

საბამ უპასუხა:

 

- დიდებულო მეფეო, შენ ერის მეფე ხარ, ქრისტე კი ყველა დაბადებულთა. შენ ქვეყნის ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცის, ქვეყნის და ქვესკნელის. შენ წარმავალთა ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე მარადიული მეფეა კაცთა და ანგელოზთა. შენზე უფრო მისი მოსმენა გვმართებს, რომელმაც ბრძანა ”არავის შეუძლია ორი ბატონის მორჩილება." აქ ჩემი ძმის და მოძღვრის, გრიგოლის თხოვნით მოვედი.

 

კურაპალატმა უპასუხა:

 

- სამართლიანია შენი სიტყვები.

 

ამის შემდეგ კურაპალატი საბასა და გრიგოლთან ერთად იშხანში ჩავიდა. მეფეს ძალიან შეუყვარდა ეს ადგილი. ღვთის ნებით საბა გახდა იშხანის ეპისკოპოსი. აქამდე დიდი ხნის განმავლობაში იშხანი გაუქმებული იყო. აწი კვლავ აშენდა და აღსდგა. მამა გრიგოლი კი პატივცემული იყო ხელმწიფეთა მიერ და არავინ ეურჩებოდა მის სიტყვებს.

 

გადაწყვიტეს წმინდა მამებმა, რომ გრიგოლი გამხდარიყო კლარჯეთის არქიმანდრიტი და წმინდა გრიგოლი მრავალი წელი იყო ამ თანამდებობაზე.

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: გრიგოლ ხანძთელი | ნანახია: 3644 | დაამატა: maklikli | ტეგები: shinaarsi, შინაარსი, მე-19, გრიგოლ, grigol, თავი, xandzteli, ხანძთელი | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: