მთავარი » 2015 » სექტემბერი » 23 » გრიგოლ ხანძთელი 1-ლი თავი შინაარსი
8:21 PM
გრიგოლ ხანძთელი 1-ლი თავი შინაარსი

I.

ბრძნული სიტყვა ვერცხლია, დუმილი კი ოქრო - უთქვამს სოლომონ ბრძენს. მაგრამ მე ჩემი ნაკლი დუმილის უფლებას არ მაძლევს და მირჩევნია შეძლებისდაგვარად გადმოვცე წმინდანების, ნეტარი მამა გრიგოლის და მისი მოწაფეების ღირსეული ცხოვრება, რომელთა შესახებ მათმა მოწაფეებმა და მოწაფეთა მოწაფეებმა მომიყვეს.

ამ ნეტარ ხალხს შორის გრიგოლი ანათებდა მადლით, თავისი სიბრძნით და სიკეთით. მან უდაბნოში ქალაქი ააშენა, დააფუძნა ხანძთისა და შატბერდის მონასტრები და იყო მათი წინამძღვარი.

ის იყო შუამავალი ღმერთთან. ზეცაში კაცი, დედამიწაზე კი ანგელოზი.

გრიგოლი კარგ ნიმუშად ექცა განდეგილ ბერებს ახალ ტაძართა შენებაში.

გრიგოლი იყო წარჩინებული, მორწმუნე ოჯახის შვილი. აღიზარდა ნერსე ერისთავის სამეფო კარზე, როგორც დედოფლის ძმისშვილი და მისი ნაშვილები.

მისი ნიჭიერება ადრევე გამოჩნდა, როცა სწრაფად ისწავლა ”დავითნი” და ღვთისმსახურების დროს წარმოსათქმელი წმინდა წერილის ახსნა-განმარტება. როცა ქართული წიგნები ამოწურა, წერა-კითხვა ისწავლა მრავალ სხვა ენაზე და იმ ენებზეც ზეპირად ისწავლა საღვთო წიგნები.

შეისწავლა ანტიკური ფილოსოფია, რაც მისაღები აზრი იყო, მიიღო. რაც ქრისტიანობას ეწინააღმდეგებოდა, უკუაგდო.

გრიგოლმა სახელი გაითქვა თავისი განათლებით. ის სწავლობდა ყველაფერს, ქრისტიანულს თუ არაქრისტიანულს, მაგრამ ხალხში არაქრისტიანულ წიგნებს დასცინოდა და უარყოფდა.

მას ახასიათებდა მოზომილი სიტყვა-პასუხი და გონიერი, მადლიანი ლაპარაკი.

წლებთან ერთად მისი სათნოებაც იზრდებოდა. არ იყო ქედმაღალი და ამაყი, რაც წარჩინებულ შვილებს ახასიათებდათ.

გრიგოლი ღარიბულ ლუკმასაც დასჯერებოდა, რადგან მისთვის მთავარი სულიერი საზრდო იყო. ის მშვიდი, ტანადი, გამხდარი და ძლიერი იყო, ამასთან ჯანმრთელი და სულით უბიწო.

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: გრიგოლ ხანძთელი | ნანახია: 4057 | დაამატა: maklikli | ტეგები: shinaarsi, შინაარსი, მე-19, გრიგოლ, grigol, xandzteli, თავი, ხანძთელი | რეიტინგი: 4.2/4
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: