8:20 PM გრიგოლ ხანძთელი მე-4 თავი შინაარსი | |
IV. ამ დროს ხანძთაში იყო ერთი ბერი, წმინდა და მართალი კაცი სახელად ხუედიოსი. მას ქონდა გამოცხადება და ესმა ხმა, რომ ამ ადგილას გრიგოლ მღვდელმა უნდა ააშენოს ეკლესია, ასევე ესმა ხმა მამა გრიგოლს, რომელმაც მას აღუწერა ხუედიოსის ღირსება და ამცნო ადგილი, სადაც მას შეხვდებოდა. გრიგოლი სულიწმინდის შეწევნით ჩავიდა ხანძთაში და შეხვდა ბერს. ამ შეხვედრით ორივემ გაიხარა და ხუედიოსმა თქვა - წმინდა კაცო, ჩემზე ახალგაზრდა ხარ, მაგრამ საქმით უხუცესი. რადგან შენ ხარ მწყემსი კეთილი, მრავალი ქრისტიანისთვის. როცა გათენდა, ხუედიოსმა გრიგოლს ხანძთა დაათვალიერებინა და გრიგოლს ეს ადგილები შეუყვარდა და როცა დაბრუნდა ოპიზაში, თავის ძმებს ახარა წმინდა ბერის ხილვა და ყველანი სიხარულით წამოვიდნენ ხანძთაში და ნახეს წმინდა ბერი როგორც ღვთიური ანგელოზი. მაშინ უთხრა ბერმა - მე აღთქმა დავდე, რომ მარტო უნდა ვიყო. ამიტომ სულით თქვენთან დავრჩები, მაგრამ საცხოვრებლად გადამიყვანეთ აქვე ახლოს გამოქვაბულში და პირობა მომეცით, რომ სანამ ცოცხალი ვარ, აქ ხალხს არ შემოიკრებთ. გრიგოლმა და მისმა თანამოაზრეებმა წინააღმდეგობა არ შეკადრეს, მიაცილეს გამოქვაბულამდე და დალოცეს. შემდეგ დაბრუნდნენ სამონასტროდ არჩეულ ადგილზე. აკურთხეს ის ადგილი და სენაკების გამოკვეთა დაიწყეს ხანძთის კლდეებში, რომელიც კლარჯეთის უდაბნოს ყველა კლდეზე უმტკიცესია. ცულები, წერაქვები და სხვა იარაღი, რაც ამ მძიმე შრომისთვის ჭირდებოდათ, მათ ოპიზელმა მამებმა მიცეს. ისინი ეხმარებოდნენ საკვებითაც, რადგან გარშემო სხვა მონასტერი არ იყო და არც მოსახლეობა ცხოვრობდა ხანძთის სიახლოვეს, რადგან ტაო-კლარჯეთში და შავშეთში საერთოდ ცოტა დასახლებული ადგილი იყო. loading...
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |