მთავარი » 2015 » სექტემბერი » 23 » გრიგოლ ხანძთელი მე-6 თავი შინაარსი
8:19 PM
გრიგოლ ხანძთელი მე-6 თავი შინაარსი

VI.

ამ დროს აშოტ კურაპალატის კარზე იყო ერთი აზნაური სახელად გაბრიელ დაფანჩული. ეს აზნაური იყო მდიდარი, ტანადი, ნრძენი, ყველა საქმეში გამარჯვებული და მორწმუნე.

გაბრიელს სოფლები ქონდა საძმოს მახლობლად. როცა დაინახა გრიგოლმა, თუ როგორ უჭირდათ მის მოწაფეებს, ღვთის ნებით წავიდა დაფანჩულთან შესახვედრად. როცა აზნაურმა გრიგოლის მისვლის ამბავი შეიტყო, ის მიეგება მას სიხარულით და თაყვანი სცა მას. გრიგოლმა ყველა აკურთხა. როდესაც დასხდნენ, გაბრიელმა თქვა.

- ღირსეულო მამაო, ჩემთან არის ხორციელი სიმდიდრე, თქვენთან სულიერი და შევაერთოთ ისინი. თქვენ მოგვიხსენიეთ ჩვენ ლოცვებში სიცოცხლეში და სიკვდილის მერეც და მოგვეცით მშენებარე მონასტერში დამარხვის უფლება. მიცვალებულ მამაკაცთათვის იყოს ხანძთა და ქალებისთვის აწი აშენდესო.

გრიგოლმა გულმოდგინედ მოძებნა დედათა მონასტრისთვის შესაფერი ადგილი და იპოვა ის გუნათლეს მახლობლად. აკურთხა ის და იქ ააშენეს დედათა მონასტერი, რომელსაც გუნათლის ვანი ეწოდება.

გაბრიელმა გრიგოლი დიდი ძღვენით გამოუშვა უკან და თან გამოაყოლა კალატოზები და საშენი მასალა.

გრიგოლმა მოასწორა ტაძრის ადგილი, აკურთხა და დაიწყეს ტაძრის მშენებლობა. ღვთის შეწევნით ეკლესიის მშენებლობა კარგად დასრულდა.

ქედან დაიწყო ეკლესიების და მონასტრების შენება და გამრავლდნენ ბერები.

ამ პერიოდში უდაბნოში სამცხედან ჩამოვიდა წმინდა დედა ფებრონია, რომელიც დედათა მონასტერში, სახელად ”მერე”-ში დარჩა.

ფებონია და მამა გრიგოლი სავსენი იყვნენ ღვთის სიყვარულით და დამეგობრდნენ.

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: გრიგოლ ხანძთელი | ნანახია: 2681 | დაამატა: maklikli | ტეგები: shinaarsi, შინაარსი, მე-19, გრიგოლ, grigol, xandzteli, თავი, ხანძთელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 tttttttttt  
0
ttttttttttttttttttttttttttttt

სახელი *:
Email *:
კოდი *: