მთავარი » 2015 » სექტემბერი » 23 » გრიგოლ ხანძთელი მე-8 თავი შინაარსი
8:19 PM
გრიგოლ ხანძთელი მე-8 თავი შინაარსი

VIII.

ხანძთის საძმოს სულიერად წმინდა ხალხი ემატებოდა. მათ შორის იყო მამა ეტეფანე და მღვდელი მატოი ქართლიდან და დიდი ზენონი სამცხიდან.

ზენონი იყო გამოჩენილი კაცის შვილი და ღვთის მოშიშად გაზრდილი და სწადდა მონაზვნობა. როცა მშობლები გარდაიცვალნენ, ქონება ზენონს და მის დას დარჩათ, რომელიც მასთან ცხოვრობდა.

ზენონს უნდოდა ქონება დისთვის ჩაებარებინა და თვითონ სადმე შორს მონაზონი გამხდარიყო. სანამ ამ განზრახვას შეასრულებდა, მისი და ვიღაც უკეთურმა კაცმა აცდუნა და ღამით სახლიდან შავშეთში გაიქცნენ.

ეს ამბავი ზენონმა რომ გაიგო, იარაღი აისხა და ცხენით გაეკიდა. გზაში დაფიქრდა და თქვა

- მე, სახელოვან ჭაბუკს, იმ კაცმა შეურაცხყოფა მომაყენა. რომ დავეწიო, უნდა მოვკლა. ეს არის მახე ჩემი სულისთვის, მაგრამ უკან რომ დავბრუნდე გაწბილებული, სირცხვილია ჩემთვის. ჯობია ახლა აღვასრულო ჩემი აღთქმა - ბერად აღკვეცა.

ზენონმა გადაწყვიტა, რომ ქონების დატოვება სისხლის დაღვრის ტოლფასი იქნებოდა, გადაიწერა პირჯვარი და დედა ფებონიასთან მივიდა, რომელიც მას ნათესავად ეკუთვნოდა.

 

ღვთის ნებით, ამ დროს ფებონიასთან იმყოფებოდა მამა გრიგოლი, რომელსაც დედა ფებონიამ ზენონი ჩააბარა, როგორც უბიწო კრავი კეთილ მწყემსს.

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: გრიგოლ ხანძთელი | ნანახია: 2313 | დაამატა: maklikli | ტეგები: shinaarsi, შინაარსი, მე-19, გრიგოლ, grigol, xandzteli, თავი, ხანძთელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: