8:29 PM გრიგოლ ხალძთელის ცხოვრება შინაარსი | |
გრიგოლ ხანძთელი 1 ბრძნული სიტყვა ვერცხლია, დუმილი კი ოქრო - უთქვამს სოლომონ ბრძენს. მაგრამ მე ჩემი ნაკლი დუმილის უფლებას არ მაძლევს და მირჩევნია შეძლებისდაგვარად გადმოვცე წმინდანების, ნეტარი მამა გრიგოლის და მისი მოწაფეების ღირსეული ცხოვრება, რომელთა შესახებ მათმა მოწაფეებმა და მოწაფეთა მოწაფეებმა მომიყვეს.
ამ ნეტარ ხალხს შორის გრიგოლი ანათებდა მადლით, თავისი სიბრძნით და სიკეთით. მან უდაბნოში ქალაქი ააშენა, დააფუძნა ხანძთისა და შატბერდის მონასტრები და იყო მათი წინამძღვარი.
ის იყო შუამავალი ღმერთთან. ზეცაში კაცი, დედამიწაზე კი ანგელოზი.
გრიგოლი კარგ ნიმუშად ექცა განდეგილ ბერებს ახალ ტაძართა შენებაში.
გრიგოლი იყო წარჩინებული, მორწმუნე ოჯახის შვილი. აღიზარდა ნერსე ერისთავის სამეფო კარზე, როგორც დედოფლის ძმისშვილი და მისი ნაშვილები.
მისი ნიჭიერება ადრევე გამოჩნდა, როცა სწრაფად ისწავლა ”დავითნი” და ღვთისმსახურების დროს წარმოსათქმელი წმინდა წერილის ახსნა-განმარტება. როცა ქართული წიგნები ამოწურა, წერა-კითხვა ისწავლა მრავალ სხვა ენაზე და იმ ენებზეც ზეპირად ისწავლა საღვთო წიგნები.
შეისწავლა ანტიკური ფილოსოფია, რაც მისაღები აზრი იყო, მიიღო. რაც ქრისტიანობას ეწინააღმდეგებოდა, უკუაგდო.
გრიგოლმა სახელი გაითქვა თავისი განათლებით. ის სწავლობდა ყველაფერს, ქრისტიანულს თუ არაქრისტიანულს, მაგრამ ხალხში არაქრისტიანულ წიგნებს დასცინოდა და უარყოფდა.
მას ახასიათებდა მოზომილი სიტყვა-პასუხი და გონიერი, მადლიანი ლაპარაკი.
წლებთან ერთად მისი სათნოებაც იზრდებოდა. არ იყო ქედმაღალი და ამაყი, რაც წარჩინებულ შვილებს ახასიათებდათ.
გრიგოლი ღარიბულ ლუკმასაც დასჯერებოდა, რადგან მისთვის მთავარი სულიერი საზრდო იყო. ის მშვიდი, ტანადი, გამხდარი და ძლიერი იყო, ამასთან ჯანმრთელი და სულით უბიწო.

II.
მაშინ ხელისუფალმა და მისმა აღმზრდელებმა გადაწყვიტეს გრიგოლის ხუცესად კურთხევა. მათ უთხრეს გრიგოლს, რომ ის მზად იყო ქრისტეს სამსახურისთვის. მას არწმუნებდნენ, რომ ფსალმუნის მიხედვით მას შეეფერებოდა სულიერად ამაღლება. ის ღირსი იყო გამხდარიყო მღვდელი და აღესრულებინა საიდუმლო.
გრიგოლს უნდოდა, მღვდლობა, მაგრამ ამ სიტყვების გაგონებამ შეაშფოთა, რადგან ის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. მან თქვა
- პატივს ვხედავ, მაგრამ სასჯელის/ტვირთის მეშინიაო.
მაშინ ბრძენმა მთავრებმა უთხრეს
- შენ ღმერთმა ჩამოყალიბებული, ბრძენი გონება მოგცა. ნუღარ გვეურჩები, არამედ მოისმინე ჩვენი ნათქვამი.
გრიგოლი მღვდლად აკურთხეს, იმ იმედით, რომ მალე ეპისკოპოსი გახდებოდა.

III.
ნეტარი გრიგოლი წუხდა მისი პრივილეგირებული მდგომარეობის გამო. ამიტომ გადაწყვიტა, რომ განშორებოდა თავის დიდგვაროვან ოჯახს და აბრაამის მსგავსად უდაბნოში წასულიყო, რათა იქ ეღვაწა, ქონოდა სულიერი სრულყოფის საშუალება. რათა განკითხვის დღეს ვალმოხდილი შეხვედროდა.
გრიგოლმა მოძებნა დედამისის დისწული საბა, შემდგომში იშხნის მეორედ მაშენებელი და მისი ეპისკოპოსი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი.
ეს ოთხეული შეაერთა სარწმუნოებამ და ისე იყვნენ როგორც ერთი სული ოთხ სხეულში.
საქმე სიხარულით დაიწყეს და პირველად ოპიზაში ჩავიდნენ. იქ უფალმა მიიყვანა, რადგან თვითონ გზა არ იცოდნენ.
ორი წელი დაყვეს ოპიზაში, სადაც შრომობდნენ და ლოცულობდნენ, როგორც მონაზონთა წესია.
მაგრამ მამა გრიგოლს განდეგილად ცხოვრება უნდოდა.

IV.
ამ დროს ხანძთაში იყო ერთი ბერი, წმინდა და მართალი კაცი სახელად ხუედიოსი. მას ქონდა გამოცხადება და ესმა ხმა, რომ ამ ადგილას გრიგოლ მღვდელმა უნდა ააშენოს ეკლესია, ასევე ესმა ხმა მამა გრიგოლს, რომელმაც მას აღუწერა ხუედიოსის ღირსება და ამცნო ადგილი, სადაც მას შეხვდებოდა.
გრიგოლი სულიწმინდის შეწევნით ჩავიდა ხანძთაში და შეხვდა ბერს. ამ შეხვედრით ორივემ გაიხარა და ხუედიოსმა თქვა
- წმინდა კაცო, ჩემზე ახალგაზრდა ხარ, მაგრამ საქმით უხუცესი. რადგან შენ ხარ მწყემსი კეთილი, მრავალი ქრისტიანისთვის.
როცა გათენდა, ხუედიოსმა გრიგოლს ხანძთა დაათვალიერებინა და გრიგოლს ეს ადგილები შეუყვარდა და როცა დაბრუნდა ოპიზაში, თავის ძმებს ახარა წმინდა ბერის ხილვა და ყველანი სიხარულით წამოვიდნენ ხანძთაში და ნახეს წმინდა ბერი როგორც ღვთიური ანგელოზი.
მაშინ უთხრა ბერმა
- მე აღთქმა დავდე, რომ მარტო უნდა ვიყო. ამიტომ სულით თქვენთან დავრჩები, მაგრამ საცხოვრებლად გადამიყვანეთ აქვე ახლოს გამოქვაბულში და პირობა მომეცით, რომ სანამ ცოცხალი ვარ, აქ ხალხს არ შემოიკრებთ.
გრიგოლმა და მისმა თანამოაზრეებმა წინააღმდეგობა არ შეკადრეს, მიაცილეს გამოქვაბულამდე და დალოცეს. შემდეგ დაბრუნდნენ სამონასტროდ არჩეულ ადგილზე.
აკურთხეს ის ადგილი და სენაკების გამოკვეთა დაიწყეს ხანძთის კლდეებში, რომელიც კლარჯეთის უდაბნოს ყველა კლდეზე უმტკიცესია. ცულები, წერაქვები და სხვა იარაღი, რაც ამ მძიმე შრომისთვის ჭირდებოდათ, მათ ოპიზელმა მამებმა მიცეს. ისინი ეხმარებოდნენ საკვებითაც, რადგან გარშემო სხვა მონასტერი არ იყო და არც მოსახლეობა ცხოვრობდა ხანძთის სიახლოვეს, რადგან ტაო-კლარჯეთში და შავშეთში საერთოდ ცოტა დასახლებული ადგილი იყო.

V.
მამამ გრიგოლმა პირველად ძელის (მორების) ეკლესია ააშენა და შემდეგ თავისი და ძმების სენაკები და ერთი სენაკი სატრაპეზოდ (პურობისთვის) - საოსტიგნე.
დღითიდღე მტკიცდებოდა ძმობა, და ესე შეიძინა უფალმა მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი, მომუშავენი მის ვენახში. მათი საქმე იყო მსგავსი წმინდა ღვაწლისა.
მოწამეები მხოლოდ ერთხელ ეწამნენ, ხოლო ისინი ყოველდღიურად ეწამებოდნე ღვთის სადიდებლად.
იმ დროს ნეტარი ბერი ხუედიოსი ძალიან მოხუცდა და წყნარად მიიცვალა.
მაშინ ღვთის ნებით დაიწყო ძმობამ მატება. მამა გრიგოლი ზარმაცებს არ იღებდა. ჯერ გამოცდიდა ახალმოსულს და თუ ნახავდა, რომ ის უმანკო და უეშმაკო და მორჩილი იყო, სიხარულით მიიღებდა.
ამიტომ მისი მოწაფეები იყვნენ ფრიად კეთილნი და ითვისებდნენ მის სათნოებას. ასე ემსგავსებოდა გრიგოლი ქრისტეს.
სულიერად ბერები ცხონდებოდნენ მაგრამ ხორციელად ძალიან უჭირდათ.

VI.
ამ დროს აშოტ კურაპალატის კარზე იყო ერთი აზნაური სახელად გაბრიელ დაფანჩული. ეს აზნაური იყო მდიდარი, ტანადი, ნრძენი, ყველა საქმეში გამარჯვებული და მორწმუნე. loading...

სულ კომენტარები: 0 | |