მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » შუშანიკის წამება - VII თავი
7:44 PM
შუშანიკის წამება - VII თავი

ხუცესი მივიდა მსახურთან და უთხრა :
-შემიშვი, რომ ვნახო მისი წყლულები.
მან უპასუხა:
-რომ გაიგოს, მომკლავს.
ხუცესმა მიუგო:
-უბადრუკო, განა მან არ გაგზარდა? რა მოხდება რომ მისთვის მოკვდე?!

მაშინ მსახურმა შეუშვა ფარულად და როდესაც იაკობმა შუშანიკის დასიებული სახე იხილა, ატირდა. დედოფალმა უთხრა იაკობს:
-ნუ ტირი ჩემთვის, რადგან ეს ღამე ჩემი სიხარულის დასაბამად იქცა.
ხუცესმა უპასუხა:
-მიბრძანე, და მოგბან სახეს, მალამოსაც წაგისვამ, რათა განიკურნო.
შუშანიკმა მიუგო:
-ხუცეს, მაგას ნუ მეუბნებუ, რადგან ეს სისხლი ჩემი განმწმენდელია.

იაკობმა მას მცირედი პურის ჭამა აიძულა, რომელიც სამოელ ეპისკოპოსისა და იოანეს მიერ იყო გამოგზავნილი ნუგეშის საცემად. გამოსვლისას ხუცესს შუშანიკმა უთხრა:
-გავუგზავნო პიტიახშს მისი ნაჩუქარი სამკაულები? მე ისინი აღარ გამომადგება.
ხოლო იაკობმა უპასუხა:
-ნუ ჩქარობ, იყოს შენთან.

ამ დროს მოვიდა ერთი ყრმა, რომელმაც იხმო იაკობი და შეატყობინა, რომ პიტიახში იბარებდა. მივიდა ხუცესი მასთან და ვარსქენმა მიუგო:
-ხუცეს, ჰონებთან საბრძოლველად მივდივარ. ჩემს სამკაულებს შუშანიკს არ დავუტოვებ, რადგან იგი       ჩემი ცოლი აღარ არის. გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ სამკაულებს მოიხმარს. წადი და ყველაფერი გამოგატანოს.

იაკობი მივიდა შუშანიკთან, რომელმაც ფრიად გაიხარა და ყველაფერი ჩააბარა. როცა პიტიახშმა იხილა სამკაულები უკლებლივ იყო, თქვა :
-დაე იპოვოს სხვა, რომელიც ასე შეამკობს.

 

 

 

 

 

და ვითარცა ცისკარ ოდენ იყო, იკითხა და თქუა მსახურისა მიმართ მისისა, ვითარმედ: „წყლულებისა მისგან ვითარ არს?“ ხოლო მან ჰრქუა მას: „ვერ განსარინებელ არს იგი“. მაშინ თჳთ შევიდა და იხილა იგი. და დაუკჳრდა დიდძალი იგი სიმსივნჱ მისი. და ამცნო მსახურსა მას და ჰრქუა: „ნუმცა ვინ შევალს ხილვად მისა“. და თჳთ ნადირობად წარვიდა.

ხოლო მე აღდეგ და მივედ და ვარქუ მცველსა მას: „მე ხოლო მარტოჲ შემიტევე და ვიხილო წყლულებაჲ იგი მისი“. ხოლო მან მრქუა მე: „ნუუკუე ცნას და მომკლას მე?“ და მე ვარქუ მას: „უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა და, თუ მოგკლას შენ მისთჳს, რაჲ არს?“ მაშინ შემიტევა მე ფარულად.

და ვითარ შევედ შინა, ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული, და აღუტევე ჴმაჲ და ვტიროდე. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“. და მე ვარქუ წმიდასა შუშანიკს: „მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთახეულ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაჲთა ჰე, ღა-მე თუ განიკურნო“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთაჲ“.

ხოლო მე მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი, რომელი მოეძღუანა სამოელ ეპისკოპოსსა და იოვანეს, რამეთუ ფარულად იღუწიდეს და ნუგეშინის-სცემდეს. მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, ვერ ძალ-მიც გემოჲს-ხილვად, რამეთუ ყბანი და ზოგნი კბილნი შთამუსრვილ არიან“. მაშინ მივიღე მცირედ ღჳნოჲ და პური დავალბე და მცირედ გემოჲ იხილა. და მე ვისწრაფდი გამოსლვად.

მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, მიუძღუანოა საკაული ესე მისი, ნუუკუე ითხოვდეს, რამეთუ მე ამას ცხორებასა არღარა მეჴმარების!“ ხოლო მე ვარქუ: „ნუ რას ისწრაფი, იყოს შენ თანა“. და ჩუენღა ამას განვიზრახევდით, მოვიდა ყრმაჲ ერთი და თქუა: „იაკობ მანდა არსა?“ და მე ვარქუ, ვითარმედ: „რაჲ გინებს?“ და მან მრქუა: „უწესს პიტიახში. და მე დამიკჳრდა, თუ რაჲსა-მე მიწესს ამას ჟამსა?! და მივისწრაფე და მივედ და მან მრქუა მე: „უწყია, ხუცეს, მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა? და ჩემი სამკაული მას არა დაუტეო. ოდეს იგი არა ჩემი ცოლი არს, იპოოს ვინმე, რომელმან განკაფოს იგი. მივედ და მომართუ იგი ყოველივე, რაჲცა-რაჲ არს!“ ხოლო მე მივედ და უთხარ წმიდასა შუშანიკს. ხოლო მან განიხარა ფრიად და მადლი მისცა ღმერთსა და ყოველივე მომიძღუანა. და მივართუ პიტიახშსა და მან მიიღო ჩემგან, აღიხილნა და იპოვა ყოველი გებულად. და კუალად თქუა: „მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეამკოს“.

 

http://inormal.ucoz.com/news/shushanikis_tsameba_mtliani_shinaarsi/2015-04-24-96

მთლიანი შინაარსი იხილეთ ლინკზე:

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: "შუშანიკის წამება" | ნანახია: 1872 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: