მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » შუშანიკის წამება - X თავი
7:41 PM
შუშანიკის წამება - X თავი

იტიახში ჩორში წარემართა, მისმა ძმამ კი ვერ მიუსწრო. ჯოჯიკი მას ჰერეთში დაეწია და ფრიად ევედრებოდა, რომ შუშანიკისთვის ბორკილები მოეხსნათ. შუშანიკს ჯაჭვები მოაცილეს, ბორკილების მოხნა კი თვითონ არ ინება.

ექვსი წელი შუშანიკი სულიერი ცხოვრების წესით ცხოვრობდა : მარხულობდა, მარად ეღვიძა და ფეხზე იდგა. თავისი სულიერებით ქვეყანა გააბრწყინა.

მთელ ქართლში გაითქვა სახელი თავისი საქმეებით. ღმერთის წყალობით შუშანიკი უშვილოებს შვილს აძლევდა, სნეულებს კურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა. დედოფალმა აბრეშუმის საქმის მაგივრად, ხელში დავითის ფსალმუნები აიღო და დაისწავლა ასორმოცდაათივე.

ერთხელ შუშანიკს მიუტანეს ამბავი, რომ მისმა შვილებმა სარწმუნოება შეიცვალეს. იგი ძირს დაემხო და ღმერთს უებნებოდა :
-გმადლობ, უფალო, ღმერთო ჩემო, ისინი არა ჩემი, არამედ შენი მოცემულნი იყვნენ, ნება შენია.

იაკობი, როცა მის სანახავად მივიდა, იხილა დამშრალი და ტირილით დაბუშებული ეპისკოპოსების ძღვენი აიძულა ცოტაოდენი ეჭამა შუშანიკს. ამ ამბის შემდეგ შვილებმა ვეღარ გაბედეს შუშანიკთან მისვლა.

პიტიახშმა მოციქულები მოავლინა და შემოუთვალა: თუ სასახლეში არ დაბრუნდები, ჩორდში გაგზავნიო. შუშანიკმა კი ასე უპასუხა:
-უბადრუკო, შენ რომ გაგშორდები, ვინ იცის იქ კეთილს გადავეყარო ვინმეს.

პიტიახში ამ სიმტყვებმა შეაშინა, და იფიქრა : სხვას ვინმეს არ გაყვეს ცოლადო. ამ ამბის შემდეგ, მისთვის არც არავინ მიუგზავნია და არც არაფერი შეუთვლია. შუშანიკი მადლობას სწირავდა ღმერთს ამისთვის.

ერთ დღეს პიტიახშმა მას ძიძიშვილი მიუგზავნა, რომელმაც უთხრა :
-ისმინე ჩემი და დაბრუნდი სასახლეში, ნუ აოხრებ შენს ოჯახს.
წმინდა შუშანიკმა კი უპასუხა:
-ვარსქენი შემპირდა, რომ აქედან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდი. სასახლეში იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ ვარსქენი მის გარდაცვლილ დედას მკვდრეთით აღადგენს.

როსდესაც ვარსქენმა შუშანიკის ნათქვამი მოისმინა, თქვა:
-ნამდვილად ასე ვუთხარიო!
მეორე დღეს შუშანიკთან ვიღაც მივიდა და უთხრა:
-ვარსქენს სწორად უპასუხე, გუშინ რამეთუ გულში ბოროტება ჰქონდა განზრახული.
წმინდა შუშანიკმა მიუგო:
-შენ თუ გგონია, რომ უფალს სძინავს, რამეთუ თვით უფალმა თქვა: “მე მიუგო სიტყუაი თქვენ წილ.”

 

 

 

 

და მესამესა კჳრიაკესა მოუწოდა მცველსა ერთსა, და ჰკითხა მას და ჰრქუა: „აქამომდე ცოცხალღა არსა საწყალობელი იგი?“ ხოლო მან ჰრქუა: „უფალო, სიკუდილდ კერძო უფრო საგონებელ არს, ვიდრე სიცოცხლით, რამეთუ შიმშილითა უფროჲს ხოლო მოკუდების, რამეთუ არა რას მიიღებს საზრდელსა“. ხოლო მან ჰრქუა: „ნურა რაჲ გგლიან, უტე, მოკუდეს!“

ხოლო მე მრავლითა ვედრებითა ვარქუ მცველსა მას და უქადე ჭურჭერი ერთი სამისოჲ. და ძნიად თავს-იდვა შეტევებაჲ ჩემი და მრქუა მე: „რაჟამს დაღამდეს, მოვედ შენ ხოლო მარტოჲ“. და ვითარ შემიყვანა მცველმან მან და ვიხილე ტარიგი იგი ქრისტესი შუენიერად, ვითარცა სძალი, შემკული საკრველთა მათგან, და მე ვითარ ვერ დამითმო გულმან, ვტიროდე ფრიად. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „კეთილისა ამისთჳს სტირა, ხუცეს?“ ხოლო მცველმან მან მრქუა მე: „ესეღა თუმცა მეცნა, არამცა შემოგიტევე შენ“. ხოლო მე ვიწყე სიტყუად და განმტკიცებად მისა, რავდენი ღმერთმან მომცა მე სიტყუად. და ვიჯმენ მისგან და წარვედ სწრაფით ვანად ჩემდა.

ხოლო პიტიახში ჩორდ წარემართა. და ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, არა დახუდა, ოდეს საქმჱ ესე იქმნა წმიდისა შუშანიკისა ზედა. და ვითარ მოიწია ჯოჯიკ, უკუანა სდევდა პიტიახშსა. და მიეწია მას საზღვართა ჰერეთისასა, და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთამცა ბრძანა საკრველთა მათგან განტევებაჲ მისი. და ვითარ ფრიად აწყინა, ბრძანა განტევებაჲ საკრველთაგან ოდენ. და ვითარ მოვიდა ჯოჯიკ, აღჰჴადა ჯაჭჳ იგი ქედსა მისსა, ხოლო ბორკილთაჲ არა თავს-იდუა წმიდამან შუშანიკ ვიდრე აღსასრულამდე მითურთ. რამეთუ ექუსი წელი ციხესა მას შინა აღესრულა და წესიერებითა საღმრთოჲთა ყუაოდა: მარხვითა მარადის, მღჳძარებითა, ზედგომითა, თაყუანის-ცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაჲთა მოუწყინებელად: განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითა.

 

http://inormal.ucoz.com/news/shushanikis_tsameba_mtliani_shinaarsi/2015-04-24-96

მთლიანი შინაარსი იხილეთ ლინკზე:

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: "შუშანიკის წამება" | ნანახია: 2984 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 giorgi  
0
didi madloba dzalian mexmareba me es yvelaferi shushaniki rtuli saswavli da gasaarshunaarsebelia

სახელი *:
Email *:
კოდი *: