7:36 PM შუშანიკის წამება - XV თავი | |
და ვითარცა მეშჳდე წელი დადგებოდა, მოიწია წმიდისა და სამგზის სანატრელისა შუშანიკის ზედა წყლულებაჲცა ჴორცთა მისთაჲ. და დაუცხრომელად შრომათა მათ გამო დაუსივდეს ფერჴნი მისნი და თხრამლი აღმოსდიოდა ადგილდ-ადგილდ. და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს, და მატლიცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ჴელითა თჳსითა, და მიჩუენებდა მე და ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა: „ხუცეს, ნუ მძიმე-გიჩნ ესე, რამეთუ მუნი იგი მატლი უდიდეს არს და არა მოკუდების“. და მე ვითარცა ვიხილე მატლი იგი, მოუგონებელად დიდად მწუხარე ვიყავ და ვტიროდე ფრიად; კუალად მრქუა მე რისხვით: „ხუცეს, რად მწუხარე ხარ, ვიდრე უკუდავთა მათ მატლთა შეჭმასა უმჯობჱს იყავნ ამათ მოკუდავთა შეჭმაჲ აქავე, ამას ცხოვრებასა“. და მე მიუგე და ვარქუ: „ძაძისა სამოსელი მცირედღა შეგერაცხაა საგუემელად? და აწ მატლთა მაგათთჳს მხიარულ ხარ!“ და მან მრქუა მე ქენებით: „ნუ ვის თანა იტყჳ ძაძისა სამოსლისათჳს ცხორებასა ჩემსა, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲ“. რამეთუ შინაგან ძაძა ემოსა, და არავინ იცოდა ჩემსა გარეშე, ხოლო გარეგან კაცთა თუალსა ანტიოქიისა პალეკარტი ემოსა.
http://inormal.ucoz.com/news/shushanikis_tsameba_mtliani_shinaarsi/2015-04-24-96 მთლიანი შინაარსი იხილეთ ლინკზე: loading...
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |