8:11 PM ვეფხისტყაოსანი შინაარსი - შოთა რუსთაველი | |
არაბეთის დიდებულ მეფეს როსტევანს ჰყავს ერთადერთი ასული, მშვენიერი თინათინ, რომელსაც მალულად შორიდან ეტრფის სპასპეტი ჭაბუკი ავთანდილი. როსტევანი გადაწყვეტს თავის სიცოცხლეშივე დასვას თინათინი მეფედ. კურთხევის ცერემონიალის შემდეგ გამართული ნადირობისას მეფე და მისი მხლებელნი წააწყდებიან წყლის პირას მჯდომ უცხო ვეფხისტყავიან რაინდს, რომელიც „სისხლის ცრემლით“ ტირის და მისდამი მიმართული სიტყვები არ ესმის. უცხო მოყმე მათრახით თავს გადაჰფხრეწს მის შესაპყრობად გაგზავნილ მეომრებს, ხოლო როცა მეფის მოახლოებას შეიტყობს, თავისი შავი ცხენით უგზო-უკვლოდ გადაიხვეწება. უცხო მოყმის ასეთი სითამამე მის სამფლობელოში შეურაცხოფს „ნებიერ“ ხელმწიფეს, იგი დარდს ეძლევა მანამდე, სანამ არ დაარწმუნებენ, რომ მომხდარი ამბავი ეშმაკის ნამანქანები იყო. მაგრამ ამაში არაა დარწმუნებული თინათინი, ახლა უკვე მეფე. იგი იბარებს თავის შორით მოტრფიალე სპასპეტს – ავთანდილს, უმხელს მას, რომ მისი სიყვარული შემჩნეული აქვს და, მეფისა და სატრფოს უფლებით, მას უცხო მოყმის საძებრად გზავნის. თუ ავთანდილმა სამ წელიწადში ვერ იპოვა უცხო ყმა, მაშინ თინათინი დაიჯერებს, რომ იგი მართლაც მოლანდება ყოფილა. ამ რაინდული ღვაწლის ჯილდოდ თინათინი ავთანდილს თავის სიყვარულსა და ცოლობას აღუთქვამს. სამი წელი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ავთანდილი საწადელს ვერ ეწია. ავთანდილი სასოწარკვეთილებაშია: სატრფოს კარზე ხელცარიელი დაბრუნება სირცხვილია, ხოლო, თუ ძებნა კიდევ განაგრძო და დათქმულ ვადას გადააცილა, მას, პირობის თანახმად დაღუპულად ჩათვლიან და შემდეგ ცოცხლად დაბრუნება კიდევ უფრო სამარცხვინო იქნება. სწორედ ამ დროს ავთანდილი შემთხვევით წააწყდება უცხო მოყმის კვალს. თინათინის სპასპეტი ორი დღე და ღამე მისდევს „რეტად“ მიმავალ ცხენოსანს, რადგან მის გამოლაპარაკებას მხოლოდ ბრძოლა შეიძლება მოჰყვეს, რომელიც ერთ-ერთს სიკვდილს მოუტანს. მეორე საღამოს უცხო მოყმე გამოქვაბულს მიადგება. ხეზე გასული ავთანდილი ხედავს, რომ მას მტირალი ქალი გამოეგებება, იარაღს ჩამოართმევს და გამოქვაბულში შეიყვანს. დილაადრიან უცხო რაინდი ცრემლის ღვრით ისევ სტოვებს გამოქვაბულს, მტირალი ქალი კი მას აცილებს. უცხო მოყმეს რომ შორს გაიგულებს, ავთანდილს უნდა მგლოვიარე ქალს მისი ამბავი გამოჰკითხოს. მაგრამ დაინახავს თუ არა, რომ ვეფხისტყავიანი მოყმის მაგიერ გამოქვაბულს სხვა კაცი მოადგა, ქალი კივილით გარბის და ვიღაც „ტარიელს“ უხმობს საშველად. ავთანდილი მუხლმოყრით ევედრება ქალს, უცხო მოყმის ამბავი უთხრას, მაგრამ მისი თხოვნა ამაოა. ავთანდილს სხვა გზა აღარ რჩება: იგი რისხვას გაითამაშებს და ქალს სიკვდილით ემუქრება. მაგრამ ქალს, თურმე, სიკვდილი ლხინად უჩანს, მუქარა მასზე არ სჭრის. მაშინ ავთანდილი ისევ აბრალებს თავს და უმხელს, რომ ვეფხისტყავიანი მოყმის ძებნა სატრფომ დაავალა. სიყვარულის („მიჯნურობის“) ხსენება ქალს გულს ულბობს. იგი ახვედრებს ავთანდილს უცხო ყმას, რომელიც საღამოს ისევ ბრუნდება გამოქვაბულში, და სთხოვს მას, რომ ავთანდილს არაფერი დაუშავოს. ვეფხისტყავიან მოყმესა და ავთანდილს ნახვისთანავე მოეწონებათ ერთმანეთი და მათ შორის მეგობრული სიყვარული აღიძვრის. ტარიელს უჭირს თავისი ამბის თხრობა, რადგან ეს მას კაეშანს უმძაფრებს, მაგრამ რაკი გაიგებს, თუ როგორ საჭიროა ავთანდილისათვის მისი ამბის ცოდნა, ამ მსხვერპლზე მიდის და თავის თავგადასავალს მოუთხრობს. ტ ... loading...
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |